როგორ მოვაწესრიგოთ სახლი რემონტის შემდეგ?

ახალი გარემონტებული სახლი თბილი და კეთილმოწყობილი გარემოა. მაგრამ რემონტს თან ახლავს გარკვეული გამოწვევაც – ახალი სახლის დალაგება. სისუფთავის მისაღწევად საჭიროა იატაკის გასუფთავება საღებავისგან, ფანჯრების გაწმენდა, აბაზანის დასუფთავება და ა.შ. ახლადგარემონტებული სახლის კომფორტულად მოსაწყობად და დამღლელი პროცესის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ რჩევებს მიყევით:
- შეიძინეთ სპეციალური ხსნარები რემონტის კვალის მოსაშორებლად. ეს გამარტივებს ლაქების წმენდას.
- მოაშორეთ მტვერი ყველა დაბინძურებულ ადგილს, გაწმინდეთ იატაკები და შემდეგ დაიწყეთ ავეჯის განლაგება.
- პირველ რიგში გაშალეთ ხალიჩები, რადგან შემდეგ შესაძლოა ავეჯის დადგმა გახდეს საჭირო მათ ზემოდან.
- შემდეგ დაკიდეთ ფარდები, რათა ავეჯმა არ შეგიშალოთ ხელი ამ პროცესში.
- დადგით მძიმე ავეჯი კედლებთან ახლოს, შემდეგ განალაგეთ რბილი ავეჯი.
- დეკორაციების მოწყობისას გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია: განალაგეთ ბალიშები, პლედები, ლარნაკები, წიგნები, განათების წყაროები, სურათები და მცენარეები.
ეს ნაბიჯები დაგეხმარებათ რემონტის შემდეგ სახლის ორგანიზებულად და კომფორტულად მოწყობაში.