დასუფთავება, ქიმია

ფანჯრების გაწმენდის რჩევები და ხშირი შეცდომები

ფანჯრების ხარისხიანად გასაწმენდად გჭირდებათ კარგი ხარისხის მინის საწმენდი სითხე და მიკროფიბრის ნაჭერი ან ერთჯერადი ქაღალდის პირსახოცი.

სანამ მინის წმენდას დაიწყებდეთ, კარგად გაასუფთავეთ ფანჯრის რაფები და თვითონ ფანჯრები. კუთხეებში შეგიძლიათ მტვერსასრუტის გამოყენება. ეს თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ჭუჭყს მინაზე და გაამარტივებს წმენდის პროცესს.

საწმენდი სითხის შესხურების შემდეგ, ერთი მინა გაწმინდეთ ჰორიზონტალურად, მეორე – ვერტიკალურად. გამოიყენეთ მხოლოდ მიკროფიბრის საწმენდი ტილოები ან ერთჯერადი ქაღალდის პირსახოცი.

3 ხშირი შეცდომა, რომლებსაც დიასახლისები უშვებენ ფანჯრების წმენდისას:

  1. წმენდა მზიან ამინდში – საწმენდი სითხე სწრაფად შრება და ვერ ვასწრებთ სრულყოფილ წმენდას.
  2. რაფების არ გაწმენდა მტვერსასრუტით წინასწარ.
  3. საწმენდი საშუალების ეკონომიურად გამოყენება – მინებზე საკმარისი რაოდენობა უნდა მოხვდეს უკეთესი ეფექტისთვის.

დაიცავით ეს რჩევები ფანჯრების უკეთესად გასაწმენდად.