დასუფთავება, ქიმია

როგორ მოვაწესრიგოთ სახლი რემონტის შემდეგ?

ახალი გარემონტებული სახლი თბილი და კეთილმოწყობილი გარემოა. მაგრამ რემონტს თან ახლავს გარკვეული გამოწვევაც – ახალი სახლის დალაგება. სისუფთავის მისაღწევად საჭიროა იატაკის გასუფთავება საღებავისგან, ფანჯრების გაწმენდა, აბაზანის დასუფთავება და ა.შ. ახლადგარემონტებული სახლის კომფორტულად მოსაწყობად და დამღლელი პროცესის თავიდან ასაცილებლად, ჩვენ რჩევებს მიყევით:

  1. შეიძინეთ სპეციალური ხსნარები რემონტის კვალის მოსაშორებლად. ეს გამარტივებს ლაქების წმენდას.
  2. მოაშორეთ მტვერი ყველა დაბინძურებულ ადგილს, გაწმინდეთ იატაკები და შემდეგ დაიწყეთ ავეჯის განლაგება.
  3. პირველ რიგში გაშალეთ ხალიჩები, რადგან შემდეგ შესაძლოა ავეჯის დადგმა გახდეს საჭირო მათ ზემოდან.
  4. შემდეგ დაკიდეთ ფარდები, რათა ავეჯმა არ შეგიშალოთ ხელი ამ პროცესში.
  5. დადგით მძიმე ავეჯი კედლებთან ახლოს, შემდეგ განალაგეთ რბილი ავეჯი.
  6. დეკორაციების მოწყობისას გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია: განალაგეთ ბალიშები, პლედები, ლარნაკები, წიგნები, განათების წყაროები, სურათები და მცენარეები.

ეს ნაბიჯები დაგეხმარებათ რემონტის შემდეგ სახლის ორგანიზებულად და კომფორტულად მოწყობაში.